ჰეგემონია

ჰეგემონია
ცნება შეეხება ისეთ სიტუაციას, რომელშიც სოციალური ჯგუფების გარკვეული კავშირის შედეგად ხდება ტოტალური სოციალური ძალაუფლების განხორციელება სხვა დაქვემდებარებულ ჯგუფებზე, არა მხოლოდ იძულების ან მმართველი იდეების პირდაპირი თავსმოხვევის გზით, არამედ თანხმობის მოპოვებისა და საერთო შეხედულებების ფორმირების საშუალებით, ისე რომ დომინანტური ჯგუფების ძალაუფლებას ლეგიტიმური და ბუნებრივი სახე ეძლევა. ჰეგემონიის შენარჩუნება შეიძლება მანამდე, სანამ დომინანტი კლასები წარმატებით ახერხებენ ძირითადი მნიშვნელობების განსაზღვრას ერთი მოცემული ჩარჩოს ფარგლებში, ისე რომ დაქვემდებარებული ჯფუგები თუ არ კონტროლირდებიან, მაშინ ერთ იდეოლოგიურ სივრცეში მაინც არიან მოქცეული. ეს იდეოლოგიური სივრცე არ უნდა ჩანდეს როგორც მკვეთრად იდეოლოგიური, არამედ ჰქონდეს მუდმივობისა და ბუნებრიობის სახე, იყოს ისტორიის გარეთ და კონკრეტული ინტერესების მიღმა. ბარტის მიხედვით, მითოლოგია ასრულებს ნატურალიზაციისა და ნორმალიზაციის ვიტალურ ფუნქციას. გრამში მნიშვნელოვან დეტალს ამატებს: მისი აზრით, ჰეგემონიის ძალა, სწორედ იმიტომ რომ მას სჭირდება დაქვემდებარებული უმვრავლესობის თანხმობა არასდროს განხორციელდება ერთსა და იმავე ადამიანთა ჯგუფის მიერ. ჰეგემონია არ არის უნივერსალური და წინასწარ მოცემული კონკრეტული კლასისთვის, რომ მათ მართონ; არამედ ჰეგემონია, პირველ რიგში, მოპოვებულ უნდა იქნეს, ექვემდებარებოდეს კვლავწარმოებას და ჰეგემონიის შენარჩუნებისთვის მმართველი ჯგუფი უნდა იღვწოდეს. ჰეგემონია წარმოადგენს „მოძრავ წონასწორობას“, რომელიც მოიცავს ძალების ურთიერთქმედებას, რომლებიც ან კეთილად არიან განწყობილი ამა თუ იმ ტენდენციის მიმართ, ან არა.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Смотреть что такое "ჰეგემონია" в других словарях:

  • ჰეგემონური სტაბილურობის თეორია — • თანამედროვე პოლიტიკური ეკონომიკის თანამედროვე თეორიებიდან ერთ ერთი ყველაზე მძლავრია ჰეგემონური სტაბილურობის თეორია, რომელიც მერკანტილიზმისგან იღებს რაღაც ელემენტებს მაგრამ ასევე ლიბერალიზმისგანაც არ არის შორს. ამ თეორიის დედააზრი იმაში… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»